ყვარელში”საქართველოს ბანკზე”თავდამსხმელს ადვოკატი შეხვდა

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელთან, კახეთის პოლიციის სამხარეო სამმართველოს, წინასწარი დაკავების იზოლატორში , ამ წუთებში ადვოკატი შევიდა.
ლეილა გარსევანიშვილის განმარტებით, მას საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია და დაკავებულ, შალვა მელიქიშვილს პირველად ხვდება.
” ჯერ საქმის მასალები არ გადმოცემია. პირველად უნდა შევხვდე და ვესაუბრო. არ მაქვს ინფორმაცია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. აქვს თუ არა პრობლემები, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ჯერ ვერაფერს გეტყვით, შესაძლოა დუმილის უფლებაც გამოიყენოს. ბრალის წარდგენა იქნება ხვალ და დეტალები მეცოდინება”- განაცხადა გარსევანიშვილმა.
ბრალის წარდგენის შემდეგ, ბრალდების მხარე, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართავს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე,სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე, 323- და 327- ე მუხლებით მიმდინარეობს.