მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ყვარელში ბანკზე თავდამსხმელის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ყვარელში, საქართველოს ბანკზე თავმდამსხმელის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაკავებული, 49 წლის შალვა მელიქიშვილი წლების განმავლობაში თელავში, სასტუმროს მზარეული იყო.

სასტუმროს მფლობელის, შოთა დემინაშვილის განმარტებით, მელიქიშვილს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა.

“ჩემთან მუშაობდა. სამუშაოდ ავიყვანე, რადგან კარგი მზარეული იყო და სამსახურთან ახლოს ცხოვრობდა. ორი წლის წინ გავუშვი სამსახურიდან. სასმელს როგორცვე დალევდა “ზაპოი” ჰქონდა და მდგომარეობიდან ვეღარ გამოდიოდა. არ არის გამორიცხული ბანკში შეჭრამდე სწორედ ამ მდგომარეობაში ყოფილიყო. “- განაცხადა დემინაშვილმა.

მელიქიშვილი დღეს, საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალზე თავდასხმისთვის დააკავეს.
ის ფილიალში, ხელყუმბარით შევარდა და მძევლები აიყვანა. მათი განთავისუფლების სანაცვლოდ, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა.

სპეცოპერაციის შედეგად, ყველა მძევალი უსაფრთხოდ განთავისუფლდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button