ყვარლის გამგეობა 31 ათას ლარიან მიკროავტობუსს ყიდულობს
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა 31 ათას ლარად ღირებულ მიკროავტობუსს შეიძენს. შესაბამისი ინფორმაცია ტენდერებისა და შესყიდვების ვებ გვერდზეა განთავსებული.
როგორც რადიო “ჰერეთს” ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილმა განუცხადა, მიკროავტობუსი სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის სჭირდებათ, რათა მონაწილეებმა გადაადგილება შეძლონ.
“ჰერეთის” კითხვაზე, რატომ ყიდულობს გამგეობა გამოცხადებული “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის ფონზე ამ ღირებულების ავტომობილს? გამგებლის მოადგილემ უპასუხა, რომ მიკროავტობუსის შეძენა მათ ჯერ კიდევ მაშინ დაგეგმეს, როდესაც “ქამრების შემოჭერის” საკითხი დღის წესრიგში არ იდგა.
მისივე თქმით, თანხების დაზოგვის მიზნით, ავეჯის შეძენაზე თქვეს უარი და საწვავის ხარჯები შეამცირეს.
ოთარ ბუჯიაშვილი_ხმა