მნიშვნელოვანირეგიონი

ყვარლის წყალმომარაგებისთვის 40 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

სამინისტროს განცხადებით,აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ, ყვარლის მოსახლეობა უწყვეტიწყალმომარაგებით, წყალარინების თანამედროვე სისტემებითა და გამწმენდი ნაგებობით ისარგებლებს

ქალაქ ყვარლის 24 საათიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები იწყება – ამის შესახებ ჰერეთს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სისტემების მშენებლობა 36 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 39,690,977 ლარი მოხმარდება.

სამინისტროს განცხადებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ყვარელში 24 საათიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და საქართველოშიკონტრაქტორი კომპანია ,, სს
ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთ’’-ის ფილიალის წარმომადგენელმა გუნეი ბელთირიმ.

ამ ეტაპზე, ქალაქ ყვარლის მოსახლეობის მხოლოდ 10% სარგებლობს სტაბილური წყალმომარაგებით, დანარჩენ ნაწილს კი წყალი შეზღუდვით მიეწოდება. რაც შეეხება წყალარინების სისტემებს, არსებული ქსელის ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ჭაბურღილებისა და მილსადენის მოწყობა.
ასევე, აშენდება წყალარინების ახალი ქსელი.

გარდა ამისა, წყალმომარაგების კომპანია 2022 წლის დასაწყისში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს გამოაცხადებს. ობიექტი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს.

სამინისტროს განცხადებით,აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ, ყვარლის მოსახლეობა უწყვეტიწყალმომარაგებით, წყალარინების თანამედროვე სისტემებითა და გამწმენდი ნაგებობით ისარგებლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button