კულტურამნიშვნელოვანიმოზაიკა

ყველა დროის 10 პოპულარული ვიდეორგოლი

იუთუბიზე წარმატების მისაღწევად ზუსტი რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ ერთი რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის, თუ ვის ვიდეოს აქვს ყველაზე მეტი ნახვა.

დიდი ხნის განმავლობაში GANGNAM STYLE  პირველ ადგილს არ თმობდა, თუმცა მისი რეკორდი უკვე დიდი ხანია სხვა, გაცილებით პოპულარულმა ვიდეოებმა მოხსნეს.

10. კეტი პერი, Roar – 2,637,720,912 ნახვა

პოპ-ვარკსვლავის, კეიტი პერის სიმღერა ROAR, მისი მეოთხე ალბომიდან არის, რომელიც 2013 წელს გამოვიდა და მალევე სხვადასხვა ქვეყნის ტოპ ჩარტების ლიდერიც გახდა.

9. ტეილორ სვიფტი, Shake It Off – 2,650,075,912 ნახვა

ამერიკელი მომღერლის, ტეილორ სვიფტის Shake it off მე-5 ალბომის მთავარი ჰიტია, რომელიც გამოსვლის დღიდან ერთი კვირის მანძილზე Billboard Hot 100-ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა.

8. Maroon 5, Sugar – 2,754,620,103 ნახვა

ოპ-როკ ბენდის, MAROON 5-ის ცნობილი ჰიტი SUGAR 20 კვირის მანძილზე ტოპ-ათეულში პოზიციებს არ თმობდა.

7. ჯასტინ ბიბერი, Sorry – 3,014,311,773 ნახვა

ჯასტინ ბიბერის სიმღერა SORRY 7 კვირის განმავლობაში არ თმობდა პირველ ადგილს Canadian Hot 100-ის სიაში

6. Psy, Gangnam Style – 3,217,689,364 ნახვა

GANGNAM STYLE მართლაც ძალიან ენერგიული და სახალისო სიმღერაა, რომელიც დღემდე ყველაზე ნახვადი ვიდეოების ათეულშია.

5. ბრუნო მარსი, Uptown Funk – 3,254,627,093 ნახვა

UPTOWN FUNK არის სიმღერა, რომელზეც ბრუნო მარსი 4 თვის განმავლობაში მუშაობდა და მას დღეს 3,254,627,093 ნახვა აქვს.

4. Masha and the Bear – 3,288,564,455 ნახვა

მაშა და დათვი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციაა და ის ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.

3. Wiz Khalifa, See You Again – 3,786,240,069 ნახვა

გარდა იმისა, რომ სიმღერას SEE YOU AGAIN 3,786,240,069 ნახვა აქვს, ის ერთ-ერთი ყველაზე მოწონებადი ვიდეოკლიპია.

2. ედ შერონი, Shape of You – 3,824,628,193

სიმღერა Shape of You ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოა და ის მეორე ადგილს იკავებს.

1. ლუის ფონსი, Despacito – 5,550,957,969 ნახვა

ლუის ფონსის ვიდეოკლიპი დესპასიტო დღეს იუთუბის ყველაზე ნახვადი ვიდეოა, მას 6 მლრდ ნახვა აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button