მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

„ყველა ძალიან მალე დაინახავს თუ რა შედეგს დადებს „ქართული ოცნება“ არჩევნებზე“

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ძალიან მალე დაინახავს თუ რა შედეგს დადებს „ქართული ოცნება“ არჩევნებზე.

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმება ვერ ჩაითვლება სრულად, რადგან მას ხელს კონკრეტული პარტიები არ აწერდნენ.

„ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი, შესაბამისად ყველა ძალიან მალე დავინახავთ თუ რისი შესაძლებლობა და საშუალება აქვს და ექნება „ქართულ ოცნებას“ და რა შედეგს დადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. საუბარია არამხოლოდ თბილისზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ძალიან ვრცელი განმარტება იყო ამასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგზე გაკეთებული.

შეთანხმება, რომელიც 19 აპრილს შედგა, ამ შეთანხმების შინაარსი იყო პოლარიზების დასრულება, ამ შეთანხმების შინაარსი იყო, რომ გადავსულიყავით ცივილიზებულ, ნორმალურ ურთიერთობაზე. ზოგადად, შეთანხმება როდესაც ფორმდება, ის ცალმხრივი არასდროს არ არის. როდესაც ადამიანები, კონკრეტული პარტიები ხელს არ აწერენ ეს ცხადია, შეთანხმებად ვერ ჩაითვლება“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button