მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
“ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს”
“ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს.” – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰერცელმა განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა გიორგი რურუას საკითხი ამ შეთანხმების ნაწილი, ელჩმა უპასუხა, რომ მთავარი არის ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა ელემენტის შესრულება.
„მსურს ამ საკითხის მიმართ სიფრთხილე გამოვიჩინო. რაც მინდა გითხრათ, ის არის, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს.“- განაცხადა კარლ ჰერცელმა.