ე.წ საზღვრის გადმოწევის მორიგი მცდელობა სოფელ სობისში

გორის რაიონის სოფელ ზემო სობისში რუსული კომბაინი გამოჩნდა. ოკუპანტები იმ მოსავალს იღებენ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა დათესეს. ამ დროის მონაცემებით, საოკუპაციო ძალებმა კიდევ დაახლოებით 6 ჰექტარი მიწის ფართობი მიიტაცეს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ რუსმა ოკუპანტებმა მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბოძები რამდენიმე თვის წინ მას შემდეგ დადგეს, რაც მოსახლეობამ თესვის პროცესი დაასრულა.

მათივე ცნობით, ოკუპანტებმა მოსავლის აღება გუშინ საღამოს დაიწყეს, ამ დროისთვის სამუშაოები კი თითქმის ორ ჰექტარ მიწაზეა დასრულებული.
ადგილზე მივიდან საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.

გორის რაიონის სოფელ ზემო სობისში რუსი ოკუპანტების მიერ ადგილობრივების მოსავლის აღების ფაქტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რეაგირებისთვის თბილისი ყველა არსებულ საერთაშორისო ფორმატს გამოიყენებს.

ფოტო: რადიო თავისუფლება

მსგავსი პოსტები

Back to top button