მნიშვნელოვანისიახლეები

ყველა წარსული პრობლემა „შეტენა“ დასავლეთს -ოცნების კონტრაქციაზე ოლიგარქ ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ოპოზიცია ეხმაურება

სამოქალაქო აქტივისტების აქცია რამიშვილის ქუჩაზე დასრულდა.

ყველა წარსული პრობლემა „შეტენა“ დასავლეთს – დღესაც მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა , – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას აფასებს.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა.
“დასავლეთს დაემუქრა შევარდნაძის დროინდელ საქართველოში ან იანუკოვიჩის უკრაინაში არ შეგეშალოთო.
არანაირი მართლმსაჯულების ან რაიმე სხვა რეფორმაო. არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა.
ბოლოში იდიოტებს მორიგი ოცნება გადმოუგდო ევროკავშირში გაწევრიანების სახით.
არა რა რუსეთი, რა შუაშია რუსეთი,” – წერს ჯაფარიძე.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია“, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში სახალხო-საყოველთაო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით წერს.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა „პუტინის “რაშისტული” ნარატივი“ გაიმეორა.
„ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ ის ემსახურება რუსეთს და მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია.” ამით გაიმეორა პუტინის “რაშისტული” ნარატივი.
დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო – არა, განვითარებას, არა, მომავალს არა, ევროპას – კი, რუსეთს და მის პერსონალურ პუტინიზაციას.
ბიძინა, შენი რუსული ოცნება საქართველოში ვერასდროს ახდება. არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში!“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

გამოვიდა ბიძინა, დასავლეთი გამოაცხადა ქვეყნის მტრად და ხალხს დაპირდა მეტ რეპრესიებს.
“ქართული ოცნება” ისე თვალსა და ხელს შუა გაქრება, როგორც ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი გაქრა რუსთაველზე ბიძინას სიტყვის დასრულებისთანავე.
– წერს სოციალურ ქსელში “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ოლიგარქი ივანიშვილის ანტიდასავლურ გამოსვლას ეხმაურება.
უკიდურესად იზოლაციონისტური და აგრესიულად რეპრესიული მიმართვა ჰქონდა ივანიშვილს, ზიზღის და შუღლის მთესველი, – ამის შესახებ პარტია “ახალის” ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.
“საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ. აუცილებლად ასე უნდა ვქნათ,” – წერს გვარამია.

სამოქალაქო აქტივისტების აქცია რამიშვილის ქუჩაზე დასრულდა.
ისინი თავდაპირველად “ვაკის პარკში” შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. აქციაზე შეკრებილებმა გააპროტესტეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი.
ისინი სკანდირებდნენ “არა რუსულ კანონს”, “სად მივდივართ?ევროპაში!”, “სად არ გვინდა? – რუსეთში!” ; “გაიწვიეთ რუსული კანონი”.
აქციის მონაწილეებმა შეასრულეს საქართველოს ჰიმნი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მნიშვნელოვანია აქციები გაგრძელდეს, ვინაიდან “ქართულ ოცნებას” დისკომფორტი შეექმნას.
სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, 30 აპრილს, პლენარული სხდომის პარალელურად შეიკრიბებიან პარლამენტთან იმისთვის, რომ “პლენარულმა სხდომამ უხმაუროდ არ ჩაიაროს”.

მსგავსი პოსტები

Back to top button