მნიშვნელოვანისაქართველო

ყველა ვებგვერდი, რომელზეც შეტევა მოხდა, აღდგენილია – პროსერვისი

“პროსერვისის” დირექტორის რევაზ ნატროშივილის განცხადებით, პრობლემა მთლიანად გადაჭრილია და ყველა ვებგვერდი, რომელზეც შეტევა მოხდა, აღდგენილია. როგორც ნატროშივილი აცხადებს, შეტევას დაუცველობასთან საერთო არ აქვს, რადგან მსოფლიოში არ არსებობს სისტემა, რომლის გატეხვაც შეუძლებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კიბერუსაფრთხოება გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის ისე მთელი მსოფლიოსთვის, ამიტომ ასეთი ფაქტები სხვა ქვეყნებშიც ხდება.

შეგახსენებთ, რომ „პროსერვისის“ ბაზაზე არსებული ქართული საიტების უმეტესობა გაითიშა, საიტზე შესვლის დროს კი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოს იხსნებოდა წარწერით – „მე დავბრუნდები“.

მსგავსი პოსტები

Back to top button