საქართველოსიახლეები

“ყველამ უნდა აგოს პასუხი თავისი დანაშაულის მიხედვით”

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დავით კირკიტაძის საქმეს შეისწავლის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა. მისი თქმით, ველისციხესთან გუშინ მომხდარ ფაქტებს სჭირდება გამოძიება და ყველამ უნდა აგოს პასუხი თავისი დანაშაულის მიხედვით, იქნება ეს პოლიციელი თუ აქციის მონაწილე.

მისივე თქმით, ოფიციალური, წერილობითი ინფორმაცია სახალხო დამცველის ოფისში არ შესულა სამართალდამცავთა მხრიდან ხელკეტებისა და მხუთავი აირის გამოყენების შესახებ, თუმცა, აპარატის თანამშრომლები სწავლობენ ყველა გავრცელებულ ინფორმაციას და ვიდეოკადრებს, რომ ჰქონდეთ უფრო სრული სურათი ვისი მხრიდან ჰქონდა სავარაუდო გადაცდომას ადგილი. “დავაკვირდებით, იქნება თუ არა შსს-ს რეაქცია ამ ფაქტებზე ობიექტური და მიეცემა თუ არა თანაბრად ყველა პირი პასუხისგებაში”,- განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, მას აქვს სურვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსაც შეხვდეს.

მოისმინეთ ნინო ლომჯარიას განცხადება.

მსგავსი პოსტები

Back to top button