მნიშვნელოვანისიახლეები

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკლესია არ დაიხუროს”

ჩვენ ამ ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები ისე, რომ არ უნდა დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობასაც , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რელიგიური დღესასწაულებისას კანონი არ დაირღვევა და ვერ დაირღვევა, კანონის წინაშე ყველანი ერთია და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას წარმოადგენს.

გარდა ამისა, როგორც გახარიამ აღნიშნა, ბზობის დღესასწაულზე საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ მოქალაქეები, მაგრამ არა ყველა, ვინც კანონი დაარღვია.

“თქვენ მკითხეთ, შედგა თუ არა შეთანხმება ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის, ჩვენ ყველანი ერთად ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად ვართ მდგენელები ქვეყნის განვითარებისა და ყოვედღიური ცხოვრების. მოცემულებობები იცვლება, შესაბამისად, რაღაც შეთანხმებები შედგება, ხვალ იქნება სულ სხვა გარემო, როცა ეს შეთანხმებები სხვა სახის უნდა იყოს. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით არის პროცესი, რომელიც შეიძლება, ერთი საათის განმავლობაში სრულად შეიცვალოს. მე შემიძლია გითხრათ სახელმიფოს პოზიცია. კანონი არ დაირღვევა და ვერ დაირღვევა, კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთნი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას წარმოადგენს, ისევე როგორც სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ჩვენ ამ ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ ისე გამარჯვებულები, რომ არ უნდა დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობასაც. რთული გამოწვევაა და აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს არავის”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ბევრი ადამიანი ცდილობს ამ სირთულეზე გარკვეულ სპეკულირებას.

“არ მინდა ამ თემაში ღრმად, დეტალებში წასვლა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც სრულად აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის ნაწილში, ასევე სახელმწიფოს ინსტიტუტებისა და კანონის დარღვევის მნიშვნელობის ნაწილში. გარდა ამისა, ეკლესიის ფუნქციონირების ნაწილშიც. გამოწვევა არის ის, რომ ვიპოვოთ ოქროს ბალანსი, რომელზეც ახლა ერთად ვმუშაობთ, ყოველდღიურად თითქმის. რა თქმა უნდა, იდეალური არაფერი არ არის.

გარდა იმ სამწუხარო კადრებისა, ხშირ შემთხვევაში, გაუკრვეველი, ყველნააირ ზღვარს მიღმა კადრები ბზობის დღესასწაულზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. გარდა ამისა, არსებობდა კადრები, რომელიც მთელმა მსოფლიომ იხილა. კადრები, როგორ მიმდინარეობს ქართულ ეკლესიაში მღვედელმსახურება დისტანციის დაცვით. ესეც გახდა სამაგალითო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკლესია არ დაიხუროს. ჩვენი ისტორიული გამოწვევაა. დარწმუნებული ვართ, ვიპოვით ბალანსს ეკლესიასთან ერთად”, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button