მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი”

“ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი.” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა.

კალაძის თქმით, არჩევნები ახლოვდება და კონკრეტული პოლიტიკოსები და მედია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რისი შესაძლებლობაც მათ არ მიეცემათ. მერის თქმით, დღეს საღამოს მოსახლეობა მიიღებს სწორ ინფორმაციას სიცრუეზე, რომელიც პირადად მისი და მუნიციპალიტეტის მისამართით ისმის.

“არც ერთ იმ სიბინძურეს, რომელიც მოდის ბოლო დღეებში, განსაკუთრებით, რადგან ყველა ხვდებით, რომ არჩევნები ახლოვდება და ეს კონკრეტული პოლიტიკოსები და მათი ტელევიზიები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რაშიც ჩვენ ხელს შევუშლით. ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი.” – ამბობს თბილისის მერი.

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/848849092192420/

მსგავსი პოსტები

Back to top button