სპორტ-ნიუსისპორტი

ყვითელაშვილის და მოციგურავეთა წყვილების პირველი წარმატება#პეკინი 2022

ზამთრის ოლიმპიადის პირველი დღე მოციგურავეთა გამოსვლებით დაიწყო

გუნდურ შეჯიბრებაზე კაცებში მორის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 92,37 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი დაიმსახურა

სპორტული ცეკვების მოკლე პროგრამაში გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას წყვილმა საქართველოს ნაკრებს 64,60 ქულა მოუტანა და მერვე ადგილს დასჯერდა.

წყვილების მოკლე პროგრამაში კარინა საფინა და ლუკა ბერულავა გამოვიდნენ ყინულზე. წყვილმა 64,79 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის 24-ე ოლიმპიადაზე საქართველოს 9 სპორტსმენი 3 სახეობაში იასპარეზებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button