ქიბარ ხალვაში: ესპანეთში ვარ ახლა – ექსკლუზიური ინტერვიუ

რადიო ჰერეთი გთავაზობთ ექსკლუზიურ ბლიც-ინტერვიუს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან, რომელიც ამბობს, რომ ამ წუთებში ესპანეთში იმყოფება.

ბატონო ქიბარ, იყავით თუ არა საქართველოში, სად ხართ ან სად მიემგზავრებით?

“ვიყავი გერმანიში, ახლა ვარ ესპანეთში. რა იცვლება იმ დავაში ჩემი საქართველოში ყოფნა არ ყოფნით? ნიკა გვარამია ყურწაკრულ რაღაცეებს თავისთვის სასურველ ჭორად ავრცელებს.

მართალიც რომ იყოს, მაგას მაინც არაფერი ეშველება. რაც ილაპარაკა ის არის აგონიაში ჩავარდნილის მორიგი ტყუილები.

ბატონო ქიბარ, რას აპირებთ თუ პროცესი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდა?

ვაპირებთ დაბალანსებული სამართლიანი ტელევიზიის ჩამოყალიბებას . რომელშიც არავინ არ იქნება შეზღუდული თავის აზრები გამოთქვას მომავალზე და სადაც ისტორია არ იქნება დავიწრებული. აღარ იქნება ადვილი ხალხის მოტყუება.

ბატონო ქიბარ, ბატონი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არანაირი სამართლებრივ ფორმაში არ ჯდება თქვენი მოთხვნები და რომ ირაკლი ოქრუაშვილმა, შესაძლოა რაღაც ხელშეკრულება გაასაჯაროვოს, რომლის მიხედვითაც თითქოს თქვენ აიღეთ ტელეკომპანიის წილებში 7 მილიონი, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია?

ოქრუაშვილის იმედზე არიან დარჩენილები? (იცინის)

რასაც ისინი ამბობენ არის ტყუილი, ისე როგორც ყოველთვის. წამართვეს და დავიბრუნებ. აბა მიშას ხომ არ დავუტოვებ? ნეტა მეტი რამის წართმევა შემეძლოს. ეს 1/10 იმის, რაც მიშამ და მისმა ბანდამ წაგვართვა და გვაზარალა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button