ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას, სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელი და ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ეხმაურება.
“ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს: მწამებელიც, მძარცველიც, მკვლელიც , გამომძალველიც და ისინი, ვინც ცდილობს შანტაჟით მიაღწიოს სასურველ შედეგს.
ხელისუფლება ვალდებულია დაიწყოს გამოძიება გვარამიას განცხადების საფუძველზე” – წერს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ფეისბუქის გვერდზე, რომელიც ესპანეთში იმყოფება.
ნიკა გვარამიამ, დღეს 21 ოქტომბერს დიპლომატიურ კორპუსთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად,ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში მასზე მუქარაზე და შანტაჟზე ისაუბრა და საზოგადოებას მოუწოდა საქართველოში დემოკრატიის დაცვისკენ.