სპორტი

დანია-ბელგიის მატჩი მე-10 წუთზე გაჩერდება. კრისტიან ერიქსენის გასამხნევებელი აქცია ევრო 2020-ზე

ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე სათამაშო დღეს ბელგია- დანიის მატჩში აქცია დაიგეგმა: მეათე წუთზე თამაში შეჩერდება და მილანის “ინტერის” ნახევარმცველს კრისტიან ერიქსენს აპლოდისმენტებს მიუძღვნიან. შეგახსენებთ, რომ ერიკსენს დანია_ფინეთის შეხვედრის დროს გული გაუჩერდა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა აუცილებელი.

ბელგიის ეროვნული ნაკრების და მილანის “ინტერის” ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რობერტო მარტინესს სთხოვა, რომ კლუბში ერთად მითამაშე თანაგუნდელის მონახულების უფლება მიეცა, რაზეც თანხმობა მიიღო.

“თამაშის შემდეგ ჩემს თანაგუგუნდელს შეტყობინებას გავუგზავნი, შემდეგ კი საავადმყოფოში მოვინახულებ”_ დაწერა ლუკაკუმ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ბელგია_რუსეთის პირველი ტურის შეხვედრაში რომელუ ლუკაკუმ დუბლი შეასრულა, რომელთაგანაც პირველი გოლი ერიკსენს მიუძღვნა.

ბელგია_ დანიის შეხვედრა 17 ივნისს 20 საათზე გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button