ქიბარ ხალვაში: თვითმფრინავში ვჯდები და მივფრინავ

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რადიო ჰერეთს განუცხადა, რომ თვითმფრინავში ჯდება და მიფრინავს. 

“ვერ მოგცემთ კომენტარს, ახლა ჩავჯექი თვითმფრინავში, პაატა სალიას დაუკავშირდით კომენტარისთვის”- განუცხადა ხალვაშმა რადიო ჰერეთს.

ბიზნესმენმა და ტელეკომპანიის ყოფილმა მფობელმა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს მიმდინარე წლის 4 აგვისტოს მიმართა სარჩელით, რომლითაც “რუსთავი 2″–ისგან 500 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციას, ასევე ამჟამინდელი მეწილეების, პარტნიორების საკუთრების გაუქმებას და მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის 60%-იანი და შპს “პანორამის” 40%–იანი წილების ცნობას ითხოვს. ამ მოთხოვნებს კიდევ 18 მილიონი აშშ დოლარი დაემატა, რომელსაც ხალვაში რუსთავი 2-ისგან კომპენსაციის სახით ითხოვს.

აგვისტოში ხალვაშმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა “რუსთავი 2”-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ქონების დაყადაღების გარდა, სასამართლომ დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.

1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წილებიც დააყადაღა.

მსგავსი პოსტები

Back to top button