ქობულეთის მუნიციპალიტეტი დაიმეწყრა

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტი დაიმეწყრა.
მიწის მასა ხუთ სოფელთან ჩამოწვა. თითქმის ერთი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი.
წყავროკასა და ლეღვაში უამინდობამ პრობლემები ადგილობრივ მოსახლებასაც შეუქმნა, თუმცა ადამიანების ევაკუაციის აუცილებლობა არ დამდგარა.
დამეწყრილ ტერიტორიებზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს.