ქობულეთში 65 წლამდე მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ

ხმაური ქობულეთში. ადგილობრივები 65 წლამდე მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ. მეზობლები მის საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბნენ და მამაკაცის დასჯას და მის გასახლებას ითხოვდნენ.
შეკრებილებმა რამდენჯერმე საცხოვრებელ სახლში შეჭრაც სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
მამაკაცის მეუღლეს სასწრაფო დახმარება დასჭირდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეკრებილები კი მას შემდეგ დაიშალნენ, როცა რამდენიმე წარმომადგენელმა, სამართალდამცველებთან ერთად, საცხოვრებელი დაათვალიერა და დარწმუნდა, რომ შიგნით აღარავინ იმყოფებოდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი, გაუპატიურების ბრალდებით, ადრეც იყო ნასამართლევი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს წინა საგამოძიებო მოქმედებები. უკვე დაიკითხა 11 წლის მოზარდი და მისი ძმა.