მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა-აჭარაში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან

აჭარაში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან – უხვი ნალექის გამო ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა – 159 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. “აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, დაზიანებული სახლების გამო ალტერნატიულ თავშესაფარში გადაყვანა 15 ოჯახს დასჭირდა.

გზები 43 მიმართულებით ნაწილობრივ ან მთლიანადაა ჩაკეტილი. ჩამოწოლილმა მეწყერმა 2 ხიდიც დააზიანა.

წვიმის შედეგად დაბა ჩაქვში 3 ადგილი დაიტბორა, მათ შორისაა სამედიცინო ცენტრის ეზოც.
უხვი ნალექის შედეგად ქობულეთში მეწყერი სულ 49 მიმართულებით განვითარდა.
სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს, სპეციალური კომისია კი ზარალს ითვლის. წინასწარი ინფორმაციით, ზარალის ოდენობა საკმაოდ დიდია.

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში 100-ზე მეტი სახლი დაიტბორა. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავტომობილები. რამდენიმე ლოკაციაზე განვითარდა მეწყერი, 10 ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მეწყერმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა ქობულეთისა და ხელვაჩაუროს მუნიციპალიტეტებშიც.

“20 ლოკაციაზე არის განვითარებული სხვადასხვა ხარისხის მეწყერი. ამათგან პირველადი ვიზუალური დათვალიერებით და გეოლოგების შეფასებით, 10 ოჯახისათვის საფრთხის შემცველი იყო ადგილზე დარჩენა,” – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელეა სურმანიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button