“ქობულეთში მკვლელობა მოხდა”

პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით, “მკვლელობა მოხდა ქობულეთში”. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო დაიჭრა ოთხი ადამიანი, რომელთა შორის ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

ექიმის ინფორმაციით, სამ დაჭრილს პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს და კლინიკიდან გაწერეს, ერთი კი შედარებით მძიმედ არის და საავადმყოფოში რჩება.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სავარაუდოდ ახალგაზრდების ჩხუბში გაშველების მიზნით ჩაერია და ამ დროს დაიჭრა. მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button