ქორწილში მოწამლულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა

მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევა მარნეულში. გვიან ღამით, მარნეულის საავადმყოფოებში ძლიერი მოწამვლით 200- მდე პაციენტი მოათავსეს.

ცნობილია, რომ აღნიშნული პირები ერთ ქორწილში იმყოფებოდნენ.

წუხელ გვიან ღამით მოწამლულები მარნეულში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა მოინახულეს.

წინასწარი ინფორმაციით, სადახლოში ქორწილში მყოფი მოქალაქეები ხორცით ან გამაგრილებელი სასმელით მოიწამლნენ.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button