“სიღნაღის მოსახლეობამ გაუმჯობესებული წყალმომარაგებით უნდა ისარგებლოს”

“სიღნაღის მოსახლეობამ გაუმჯობესებული წყალმომარაგებით უნდა ისარგებლოს” – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობ და პროექტის დასრულების შემდეგ სიღნაღის მოსახლეობას, კერძოდ, 900-ზე მეტ ოჯახს წყალმომარაგება უწყვეტ რეჟიმში ექნება.

ამჟამად სიღნაღის მოსახლეობის უმეტესობას დღე-ღამეში წყალი მხოლოდ 2 საათის განმავლობაში მიეწოდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button