ქრთამის აღების ბრალდებით შპს „ავტოსერვისი 2016“-ის დირექტორი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით, თბილისის მერიის კუთვნილი შპს „ავტოსერვისი 2016“-ის დირექტორი დააკავა.

გამოძიების მტკიცებით, დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მერიის ბალანსზე არსებული, ავტო-ტექმომსახურებისთვის გათვალისწინებული ფართის მოქალაქისათვის სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი საწარმოს წარმომადგენელს ქრთამის სახით გამოართვა 2 000 ლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის მიერ აღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button