ქრთამის აღების ბრალდებით მერიის და გამგეობის თანამშრომლები დააკავეს

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის და ნაძალადევის გამგეობის თანამშრომლები დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, დაკავებულებმა დიდი ოდენობით თანხა მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფარველობისთვის მიიღეს.

დაკავებულებს სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button