ქრთამის აღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ბოლაჯურის ადმინისტრაციულ ერთეულში როლანდ ჩხიტუნიძე დააკავეს.
ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთს” სუსი-დან აცნობეს.
გამოძიების მტკიცებით, “როლანდ ჩხიტუნიძემ მოქალაქეს საქონლის ყალბი წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს”.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6 დან 9 წლამდე პატიმორბა ემუქრება.