სპორტი

„რუსთავი“ საქართველოს ჩემპიონია. რუსთაველმა კალათბურთელებმა ტიტული მეხუთედ მოიპოვეს

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში „რუსთავმა“, მეტოქე „ცხუმ-აფხაზეთი“ მშრალი ანგარიშით: 3:0 დაამარცხა და 11 წლის შემდეგ სუპერლიგის გამარჯვებულის ტიტულს დაეუფლა.

ანატოლი ბოისას გუნდისთვის ისტორიაში ეს მეხუთე გამარჯვებაა. ბოლოს რუსთაველებმა ჩემპიონატის პირველი ადგილი 2010 წელს გაინაღდეს.

კლუბმა ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. პლეი-ოფში გასულმა კი ყველა მატჩი მოიგო და ჩემპიონის ტიტული ღირსეულად მოიპოვა.

ფინალური სერიის მესამე მატჩი თბილისში გაიმართა.თანაბარი ბრძოლის მიუხედავად, რუსთაველებმა მალევე აიღეს შეხვედრის სადავეები ხელში და 6 ქულის სხვაობით, 94:88 გაიმარჯვეს.

გადამწყვეტ შეხევდრაში რუსთაველთაგან 30 ქულით გამორჩეული იყო მალიკ უაითი. „ცხუმ-აფხაზეთის“ გუნდში კი ყველაზე მეტი, 22 ქულა ალექსადრე ფევაძემ დააგროვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button