ქრთამის აღების ფაქტზე რეინჯერი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს აჯამეთის დაცული ტერიტორიის რეინჯერი დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა ერთ-ერთ პიროვნებას, დაცულ ტერიტორიაზე მცენარეთა ჯიშების, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ნერგების ფესვიანად ამოღების უფლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 1 000 ლარი გამოართვა.