მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?!”

“კი არ ვიმუქრები, მაგრამ ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?!” – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო შეზღუდავ ადამიანს, მით უფრო მეტი წინააღმდეგობის გრძნობა აქვს მას.

„დღეს გამოსული ვიყავი ქალაქში. 12 საათამდე ვიარე, რაც დღეს ხდებოდა, არ გაქვთ ის კადრები ნანახი?! მთელ ქალაქში დავდიოდი და უბრალოდ ვნახე, ის რიგები იყო?! დღეს რატომ არ მიხედა ხელისუფლებამ? ყველგან არეულობა იყო და ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ერთი რამაა, რაც უფრო შეზღუდავ ადამიანს, მით უფრო წინააღმდეგობას გრძნობს. ბევრი ხალხი შეგუებული იყო, რომ არ უნდა წასულიყო და ახლა ძალით აკეთებენ, რომ გამოვიდნენ?!“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის განცხადებით, მისი ეპარქიის მრევლს სააღდგომო ლიტურგიაზე მისვლის შემთხვევაში, ხელისუფლება სამსახურების დაკარგვით დაემუქრა.

„ჩვენთან ეპარქიაში ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის, მასწავლებლებისთვის დაიბარა, რომ თუ სააღდგომო წირვაზე ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები წახვალთ, სამსახურებსო დაკარგავთო და ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს,“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს. ბოდიშის მოხდის მიზეზი კი, იმნაძისა და გამყრელიძის მიერ მოსახლეობისთვის ეკლესიაში წასვლისგან თავის შეკავებაზე გაფრთხილების მიცემაა.

მეუფე იაკობის თქმით, მათ ბოდიში უნდა მოოიხადონ, რათა ღირსება შერჩეთ.

„პატივს ვცემდი ექიმებს. ზოგიერთს რომ ვუყურებ და ისე ლაპარაკობენ. ალბათ, როდესაც გინდა ხალხს უწინამძღვრო, სიმშვიდე უნდა გქონდეს. რომ გამოდიხარ და პანიკებს თესავ.. თუ ომია, პანიკებს ვინც იწვევდა ომის დროს, კარგად ვიცი, რასაც უშვრებოდნენ.

ბატონ ამირან გამყრელიძესა და ბატონ პაატა იმნაძეს ვგულისხმობ. ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ, მე სხვა ექიმებზე არაფერი ის არა მაქვს, რა. გულიანი ადამიანები არიან ისინი და სხვანაირად იქცევიან. მაგრამ ამათი საქციელი, მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ იმიტომ, რომ ღირსება შერჩეთ“, – აცხადებს იაკობი.

მსგავსი პოსტები

Back to top button