კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ქურდობა გაერთიანებული წყალმომარაგების ლაგოდეხის ფილიალში-ორგანიზაცია პარალიზებულია

გაერთიანებული წყალმომარაგების ლაგოდეხის ფილიალი გაქურდეს.რადიო ჰერეთის ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკის ნაწილი. სავარაუდოდ დაკარგულია ორგანიზაციის ბეჭედიც. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალიტსები. ორაგნიზაცია ამ დროისათვის პარალიზებულია და მუშაობას ვერ ახერხებს.

შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონული ფილიალის ლაგოდეხის სერვისცენტრი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში მესამე სართულზე მდებარეობს. შენობას ყავს დაცვა, რომელიც მხოლოდ სამუშაო დღეებში იმყოფება ადგილზე.

ქურდობა სავარაუდოდ უქმე დღეებში ,მაშინ მოხდა ,როცა შენობაში არავინ იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები და დეტალების დაზუსტება.

მსგავსი პოსტები

Back to top button