მნიშვნელოვანისაქართველო

ქურდობაში ეჭვმიტანილები პოლიციას ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ

ბრალდება სამართალდამცავების მისამართით – ქურდობის მცდელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცები პოლიციას უფლებამოსილების გადამეტების, არაადამიანური მოპყრობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც. ლევან კუპატაძე და დავით სარალიძე საბურთალოს მე-7 განყოფილებაში დაიბარეს, სადაც საგამოძიებო მოქმედების შემდეგ მათი ნების საწინააღმდეგოდ მორიგი ბიოლოგიური ნიმუშების აღება სურდათ.

„შემაგდეს პატარა მანქანაში. გაუჩერებლად მიდიოდა ცემა თავში, გვერდებში, ინსტიქტურად… თავზე ხელებს ვიფარებდი. ხელები ამომიტრიალეს, ბორკილები დამადეს,“- განაცხადა დავით სარალიძემ.

ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, სამართალდამცველები მტკიცებულებების ფალსიფიცირებით გაუხსნელი საქმეების სტატისტიკის გაუმჯობესებას ცდილობენ. იურისტები შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button