ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა თბილისში.

გამოძიების მტკიცებით, დაკავებულები აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს და ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებდნენ.

“მათ აქტიური კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ პატიმრობაში მყოფ ერთ-ერთ ე.წ. კანონიერ ქურდთან და დანაშაულებრივი სამყაროს სხვა წევრებთან.ბრალდებულები, მათთან ერთად, სისტემატურად გეგმავდნენ და მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში”, – განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button