ქურთულ ქორწილში აფეთქება მოხდა [Photo/video]
სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთული ქორწილის მსვლელობის დროს აფეთქება მოხდა.
შემთხვევის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, ათეულმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დაღუპულთა შორის სასიძო და ქურთისტანის მუშათა პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. საინფორმაციო სააგენტო Amaq-მა, რომელიც ISIS-ის მეომრების მხარდამჭერად ითვლება, განაცხადა, რომ აფეთქება ტერორისტმა-კამიკაძემ განახორციელა.