ქუთაისის აეროპორტში 10 ქალი სავარაუდოდ, ნარკოტიკების გადატანის ფაქტზე დააკავეს
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 10 ქართველი ახალგაზრდა ქალი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდებს საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერება გადაჰქონდათ.
10-ივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატროშია გადაყვანილი.
სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერება შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.