სპორტი
ქუთაისის აია-ში კოვიდ-პანდემიაა. კლუბი კარანტინში გადავიდა
ქუთაისის აიას 14 მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,რომ ერთბაშად 14 მორაგბის დაინფიცირების გამო 6 ნოემბერს თბილისის იუნკრებთან დაგეგმილი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო კლუბის ყველა მოთამაშე თავს კარგად გრძნობს,თუმცა ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების და პროტოკოლის გათვალისწინებით აია ერთკვირიან კარანტ
-
ქინში გადავიდა.-წერია განცხადებაში. ქუთაისელები დიდი 10-იანის მოქმედი ჩემპიონები არიან. მიმდინარე წლის ივლისში ქვეყნის პირველი გუნდის ტიტული მათ 26 წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნეს. აიას 4 მატჩში 1 გამარჯვება აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება. გათამაშების ლიდერი კი 5 თამაშში 5 მოგებით ბათუმია.