რეგიონი

ქუთაისის სასამართლო ლექსო რაფავას საქმის განხილვას იწყებს

ქუთაისის სასამართლო ლექსო რაფავას საქმის განხილვას იწყებს

ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას საქმის განხილვა ქუთაისის სასამართლოში დაიწყო.

პროცესი ონლაინ რეჟიმში ტარდება. ბრალდებული მასში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

რაფავას ადვოკატის დავით ახალაიას განმარტებით, ლექსო რაფავამ საქალაქო სასამართლოში ეტაპირება და პროცესზე უშუალოდ დასწრება ითხოვა, თუმცა პენიტენციური სამსახურისგან მან უარი მიიღო.

ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ.

“ბრალდებულის პოზიცია იყო ცალსახა. მან სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომ დისტანციურად არ ყოფილიყო მისი საქმის განხილვა. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის პოზიცია და პენიტენციურ სამსახურს გაუგზავნა მოთხოვნა, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად მიიღო პასუხი, რომ 10 იანვრამდე პენიტენიცური სამსახურიდან პატიმრების გაყვან ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, ლექსო რაფავამ მიიღო გადაწყვეტილება და სწორი პოზიციაა, რადგან მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა და მან ყველანაირი კანონიერი საშუალებით უნდა დაიცვას თავი, უარი განაცხადა წინასასამართლო სხდომაზე დასწრებაზე და დისტანციურ ჩართვაზე საპყრობილედან, – განაცხადა ადვოკატმა.

იმ შემთხვევაში, თუ ლექსო რაფავას გათავისუფლება დროულად არ მოხდება, მისი მეუღლე არასრულწლოვან შვილთან ერთად შიმშილობის დაწყებას აანონსებს.

ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა გასული წლის 21 ოქტომბერს დააკავეს.

ლექსო რაფავას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას ედავება.

მსგავსი პოსტები

Back to top button