მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

“ქუთაისის საუბნო კომისიებს “სუსი” აკომპლექტებს”

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის საუბნო კომისიებში ნეიტრალური წევრების პარტიული ნიშნით შერჩევაზე საუბრობს.

პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიგა შუშანიამ განაცხადა, რომ კომისიის წევრები, რეალურად, “სუსის” მიერ შერჩეული პირები არიან. მისივე თქმით, არსებული კონკურსი არის ბლეფი, რის დასტურადაც მან კომისიის წევრების სია წინასწარ გაასაჯაროვა.

ორგანიზაცია მოითხოვს “სუსის” მიერ შერჩეული ადამიანები კომისიებში არ ჩასვან. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, პროტესტის ნიშნად, სხდომის დატოვებას აპირებენ.

ბრალდებას არ იზიარებენ საოლქო კომისიაში და აცხადებენ, რომ კომისიის წევრები არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ გამოცდილების მიხედვით შეირჩევიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button