რეგიონისიახლეები

ქუთაისში კორონავირუსით 27 წლის პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით 27 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება ორჯერ დაფიქსირდა. პირველ შემთხვევაში, 26 ოქტომბერს, დაბალი წნევის მოტივით დაფიქსირებული გამოძახება გაუქმებული იქნა ზარის ინიციატორის მიერ, რომლის განცხადებითაც, პაციენტი თავს გრძნობდა კარგად და მას აღარ ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მეორე გამოძახება სუნთქვის გაძნელების მოტივით 31 ოქტომბერს, 01:27 სთ-ზე დაფიქსირდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი მისამართზე მყისიერად გავიდა და პაციენტი ცხელებით გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ტესტი კოვიდ-19-ზე და დადგინდა კოვიდინფექცია. სამწუხაროდ, პაციენტი 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button