მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ქუთაისში ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაგებად მდუმარე აქცია გამართეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/07/photo_2021-07-13_14-55-30.jpg)
ბათუმის პარალელურად მდუმარე აქცია გაიმართა ასევე ქუთაისშიც. „ლექსოსთვის, დაისაჯონ დამნაშავეები“ – ამ ფორმით სამძიმარი იმერეთიდან გამოუცხადეს გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს. ისინი სიმბოლურად მერიასთან შეიკრიბრნენ და დაგმეს 5 ივლისს განვითარებული მოვლენები.
მედიის წარმომადგენლების თქმით , პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ისინი დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ. გარდაცვლილის ოპერატორის ხსოვნის პატივსაგებად და სოლიდარობის მიზნით დღეს ადგილობრივმა მაუწყებლებმა რამდენიმე წუთით მაუწყებლობა შეაჩერეს.