ქუთაისში მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ
ქუთაისში მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ.
მათი უმრავლესობა მერიისგან მგზავრობის ღირებულების ათი თეთრით გაზრდას ითხოვს, რადგან ამბობენ, რომ საწვავის და ავტომანქანის ნაწილების გაძვირების ფონზე, მუშაობას აზრი არ აქვს.
“სამუშაოზე რომ გავდივარ 30-35 ლარის საწვავს ვასხამ ზედმეტს. ის ფული ჩემი ჯიბიდან მიდის და აღარაფერი მრჩება. ფასები ყველაფერზეამომატებული. მანქანის ნაწილები გაძვირდა, პროდუქტი გაძვირდა”, – განაცხადა აქციის მონაწილე ამირან ჭელიძემ.
ქუთაისში ამ დროისათვის არცერთი საქალაქო ტრანპორტი არ მუშაობს. მერია კომენტარზე უარს ამბობს.