მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, ჩამოინგრა მრავალსართულიანი კორპუსის ფასადის ფრაგმენტი, რომელიც ქვეითად მიმავალ შუახნის ქალბატონს დაეცა.

დაშავებული ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

დაზარალებულს თავის არეში ღია ჭრილობა აღენიშნება, თუმცა მედიკოსთა თქმით, მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

ინციდენტის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button