ქუთაისში საინკასაციო მანქანა გაქურდეს

ქუთაისში, ევდოშვილის ქუჩაზე საინკასაციო მანქანა გაქურდეს.

როგორც გაირკვა, საინკასაციო მანქანას, რომელსაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან აღებული თანხა გადაჰქონდა, ერთ-ერთ მაღაზიასთან თავს დაესხნენ. გატაცებული თანხის რაოდენობა არ სახელდება. ყაჩაღობის ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.

მომხდარზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სსსკ-ის 178-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

მსგავსი პოსტები

Back to top button