ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან 2 ძირი მარიხუანა ამოიღეს

ქუთაისში სასულიერო პირის სახლში ჩხრეკა განხორცილდა – მარიხუანას პირადი მოხმარების ფაქტზე.

დიაკონმა, გიორგი ჯახუამ, “გირჩის” ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, იგი კანაფს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებდა – ჰეპატიტის, დიაბეტისა და ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ.

დიაკონმა სამართალდამცავები უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა. ჯახუას თქმით, პოლიციელებმა შენახული კანაფის წინ დააყენეს, და “სელფის” გადაღება აიძულეს.

პოლიციელებმა, 2 ძირ კანაფთან ერთად, წაიღეს ანტიკვარული იარაღი, რომელიც უკვე გამოუსადეგარი იყო და რომელსაც ბავშვის სათამაშოდ იყენებდნენ.

სასულიერო პირს “გირჩის” იურისტი დაიცავს.

გიორგი ჯახუას თქმით, შემთხვევა 17 იანვარს, ღამის საათებში მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button