ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ქუთაისში ფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი.

კვირიკაშვილის თქმით, ქუთაისის არჩევა ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის ადგილად არ არის შემთხვევით, რადგან ქუთაისი ის ქალაქია, სადაც სუკუნეების წინ არსებობდა გელათის აკადემია, რომელმაც იმ ეპოქაში თავის თავზე იტვირთა უმნიშვნელოვანესი სანაგმანათლებლო ცენტრის ფუნქცია.

მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომელსაც გზის გახსნა და თანამედროვე ცოდნის მინიჭება სჭირდება.
ქუთაისში 60 ათას სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება, რომელიც 140 ჰექტარზე განთავსდება, ხოლო შენობების საერთო ფართი იქნება 1 მილიონი კვადრატული მეტრი.

მსგავსი პოსტები

Back to top button