ქუთაისში შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის, წინასწარი ინფორმაციით, ოქმების მიხედვით, ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი.
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას, ამომრჩევლის 48,62% მისცა ხმა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს 27,16% აქვს.
მესამე ადგილს “ევროპული საქართველოს მერობის” კანდიდატი დავით გოგისვანიძე იკავებს, დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატს გოგი წულაიას კი 7,16% აქვს.