ქუთაისში წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ

ქუთაისში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 70-მდე თანამშრომელი გაიფიცა.
ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
მათი თქმით, ხელფასი, რომელსაც მათ კომპანია უხდის, მიზერულია და საბანკო ვალდებულბების დასაფარადაც არ ყოფნით.
გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანიაში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.