ქვეყნის უსაფრთხოება და უშიშროების საბჭოს სხდომა

4 საათზე მეტხანს გაგრძელდა უშიშროების სამჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც, არსებული რისკებიდან გამომდინარე, თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მთავრობის მიერ დამტკიცებული საფრთხეების დოკუმენტის მიხედვით, სამხედრო თავდაცვის რამდენიმე გეგმა პრეზიდენტს ხელმოწერისთვის გადაეგზავნება.

სხდომაზე ასევე მოისმინეს თავდაცვის მინისტრის ანგარიში, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან სამომავლო ურთიერთობასთან დაკავშირებით.

უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერმინისტრი, პირადი გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში არყოფნის გამო არ ესწრებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button