მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის დასაწყისში-როგორია ჯანდაცვის მინისტრის პროგნოზი
ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის დასაწყისშია,ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარძემ განაცხადა.
“ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ფაზაში,რომელსაც შეიძლება დავარქვათ მესამე ტალღის დასაწყისი. შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ტალღის დასაწყისი. სწორედ აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ნუ უგულვებელყოფენ იმ მოცემულ ინსტრუმენტებს, რომელიც ჩვენ დღესდღეობით გაგვაჩნია”, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს მესამე ტალღის ოფიციალურად გამოცხადებას. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აუცილებელია მოქალაქებმა იცოდნენ, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია.