მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

“ქვეყანაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება საარჩევნო კამპანიაში”

თქვენს ქვეყანაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას – არადა ქვეყანა ღარიბია, ეს საფრთხეს ქმნის! – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტინი კოქსიმ განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები თავისუფლი იყო, თუმცა ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი სამართლიანობის კუთხით.

„მაგალითად, მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა. თქვენს ქვეყანაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, არადა, ქვეყანა ღარიბია და ლიმიტი არაა დაწესებული, ეს საფრთხეს ქმნის. ამიტომ, ევროპის საბჭო და ოდირი ხშირად ითხოვს, რომ დადგინდეს გარკვეული ჩარჩო. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, საიდან მოდის ეს თანხა და როგორ იხარჯებოდა, ასევე რაღაც დონეს რომ არ გადააჭარბებს. საბოლოო ჯამში, მოსალოცია, რომ არჩევნები მშვიდობიანად გაიმართა, რაც ყოველთვის არ ხდება ხოლმე და მაინც ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი სამართლიანობის კუთხით“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს და ქუჩაში გამოსვლას გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button